სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ში გაიმართა სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SMC 2023

21 ივლისი, 2023

20 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SMC 2023.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკოსმა აკადემიური წრის წარმომადგენლებმა 10 - ზე მეტი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, თბილისიდან და რეგიონებიდან.

მულტიდისციპლინალური კონფერენციის საშუალებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურმა პერსონალმა, პრაქტიკოსებმა, მკვლევრებმა და დოქტორანტებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • საერთაშორისო ურთიერთობები

კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს  მოხსენებები და დისკუსიის ფორმატში განიხილეს  განსაკუთრებით პრობლემატური საკითხები.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა SEU-ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

Message body empty