სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტის მიერ ლექტორისა და სასწავლო კურსის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია

29 სექტემბერი, 2023

28 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU–ში ხარისხის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტის მიერ ლექტორისა და სასწავლო კურსის შეფასების კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები.

ხარისხის განვითარების დეპარტამენტმა წარადგინა ის ძირითადი მიგნებები, რაც აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა.

შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა ახალი სასწავლო წლისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები.

Message body empty