SEU - Georgian National University

No, thanks.

UNIVERSITY

ტრენინგთა სერია თემაზე: „პრაქტიკული ცოდნის ტრანსფერი თანამედროვე სწავლება-სწავლის მეთოდების გამოყენებით“

30 September, 2023

25-29 სექტემბერს, SEU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, პარტნიორ დამსაქმებლებს ჩაუტარდა ტრენინგთა სერია, თემაზე: „პრაქტიკული ცოდნის ტრანსფერი თანამედროვე სწავლება-სწავლის მეთოდების გამოყენებით“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ვიცე დეკანი თეონა მაისურაძე და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ლია ანთაძე.

ტრენინგის შედეგად პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებენ მათი პრაქტიკული გამოცდილების სწორად ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, შესაბამისი სწავლების მეთოდების შერჩევას და სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნისა და განვითარებული უნარების სწორად შეფასებას.

SEU საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობს დამსაქმებლებთან, რომელიც აქტიურადაა ჩართული სასწავლო შედეგების დახვეწასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაში.

Message body empty