სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით

24 ნოემბერი, 2023

24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

აუდიტორიამ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ და ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ’’ საქართველოს კანონში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სიახლეებიც. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ასევე 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება.

სტუდენტებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა, მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფას. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

Message body empty