სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება SEU-ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 10 სექტემბერი, 2023

სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;

ხანგრძლივობა: 3 თვე

განაკვეთი: არასრული სამუშაო გრაფიკი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ანაზღაურება: 300 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო პრაქტიკის დაგეგმვისა და ადმინისტრირების პროცესში ჩართულობა;
  • სტუდენტებისთვის პარტნიორ კომპანიებში ვიზიტების დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობის მიღება;
  • კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
  • სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
  • დასაქმების ფორუმის ორგანიზებაში ჩართულობა;
  • ხელმძღვანელობის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომპეტენცია და უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 10 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:[email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty