SEU - Georgian National University

No, thanks.

UNIVERSITY

SEU-სა და AXEL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 January, 2024

30 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და AXEL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  გაფორმდა.

თანამშრომლობის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს,  როგორც ეკოსისტემის რეგიონული ჰაბის - Gate To Europe-ს (ევროპის კარიბჭე) წარმოჩენა და რაც მთავარია საქართველოს ევროპის ეკოსისტემის რუკაზე გამოჩენა.

SEU და AXEL-ი ერთობლივად გეგმავს გაერთიანებული ბაზის შექმნას, სადაც დაფიქსირდება საკითხები საგადასახადო, საკანონმდებლო და საშეღავათო ინსტრუმენტების შესახებ, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

თანამშრომლობა ასევე მოიცავს:

  • სტუდენტების STARTUP იდეების ფინანსურ მხარდაჭერას AXEL-ის Angel ინვესტორებისგან;
  • სხვადასხვა აქტივობების და პროექტების განხორციელებას, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე;
  • სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების ხელშეწყობას.

აღნიშნული თანამშრომლობა SEU-სთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

Message body empty