არ მსურს გამოწერა

FAQ

აირჩიეთ კატეგორია
აირჩიეთ კატეგორია
ბიბლიოთეკა
სტუდენტური აქტივობები
დაცულია თუ არა უნივერსიტეტში ლექტორებისა და სტუდენტების პირადი ინფორმაცია?
საგამოცდო პროცესი
სტუდენტის სტატუსის შეჩერება და აღდგენა
სასწავლო პროცესი
უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი
აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი
ზოგადი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ

რა პირობებია წიგნის დაკარგვის შემთხვევაში?

წიგნის დაკარგვის შემთხვევაში მკითხველი ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით.

როგორ უნდა გადავავადო გატანილი წიგნი?

წიგნის გადავადება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველ წიგნზე არ არის მოთხოვნა, ამისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ library@seu.edu.ge ან seu.ini.ge.(ბიბლიოთეკა)
(გვწერთ თქვენს სახელს, გვარს, სტუდენტური ბარათის ნომერს და იმ წიგნზე ინფორმაციას რომელი წიგნის გადავადებაც გსურთ)

-

library@seu.edu.ge

seu.ini.ge

რამდენი წიგნის გატანა შემიძლია ერთდროულად?

ბიბლიოთეკის დარბაზიდან მკითხველს შეუძლია გაიტონოს 10 წიგნი ერთდროულად.

რა ვადით შემიძლია წიგნის გატანა?

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე და მოთხოვნის სიხშირეზე.

სახელმძღვანელო - 1-14 დღე
სხვა კატეგორიის წიგნი - 14- 31 დღე

შემიძლია თუ არა წიგნის სახლში გატანა და როგორ?

წიგნის სახლში გასატანად შესაძლებელია პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს ან შეუკვეთოთ ელექტრონულად.
წიგნის ელექტრნულად შეკვეთისთვის უნდა შეავსოთ ფორმა, სადაც ზუსტად იქნება მითითებული წიგნის ავტორი და სათაური. შეკვეთილ წიგნზე პასუხი მოგივათ seu.ini.ge ან mail-ზე ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

-

seu.ini.ge 

სად უნდა ვნახო წიგნები არის თუ არა ბიბლიოთეკაში?

საჭირო ლიტერატურის მოძიება შესაძლებელია seu.ini.ge ბიბლიოლეთიკის ბმულზე

-

seu.ini.ge

რომელ საათამდე მუშაობს ბიბლიოთეკა?

ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათი-პარასკევი 9:30 – 21:30 და შაბათი 9:30 – 18:00.

შესაძლებელია თუ არა უნივერსიტეტში გავმართოთ რაიმე სახის ღონისძიება?

ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დაგეგმოს და გამართოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამისათვის საჭიროა მიმართოთ დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
ტელ: 2 90 00 00 (27) ; 577 14 11 14.

სად ქვეყნდება ვაკანსიებისა და დასაქმების ფორუმების შესახებ ინფორმაცია?

ვაკანსიებისა და დასაქმების ფორუმების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სტუდენტის პირად გვერდზე (seu.ini.ge) და www.seu.edu.ge ვაკანსიებისა და სტაჟირების ველში.

-

seu.ini.ge

ვაკანსიების პორტალი 

თანამშრომლობთ თუ არა სხვადასხვა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან?

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ფუნქციონირებს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და მისი ქვესტრუქტურული ერთეული „კარიერის ცენტრი“, რომელიც ზრუნავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე. აღნიშნული ცენტრი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც სისტემატიურად აწვდიან კარიერის ცენტრს სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ ინფორმაცას.

ვაკანსია სტუდენტებისათვის 

როგორ ხდება სტუდენტური ღონისძიების - პროექტის დაფინანსება?

ამისათვის საჭიროა სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფმა შექმნას თავისი ინტერესისამებრს სტუდენტური კლუბი და შემდეგ სპეციალური საგრანტო განაცხადის საშუალებით გააკეთოს დაფინანსებაზე განაცხადი.


კლუბის რეგისტრაციისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე

-

სტუდენტური კლუბები

შესაძლებელია თუ არა სტუდენტური კლუბის შექმნა?

ნებისმიერ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, დააფუძნოს სტუდენტური კლუბი, შექმნას აქტივობები და განახორციელოს იდეები, უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს და მხარს უჭერს მათი ინტერესების გატარებას.

სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული სტუდენტური კლუბები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, საქველმოქმედო და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს.-


სტუდენტური კლუბის რეგისტრაციის წესი

შესაძლებელია თუ არა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა?

ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია შექმნას და დაგეგმოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამისათვის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, სტუდენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სპორტისა და კულტურის სამსახური და სტუდენტური კლუბები.
ტელ: 2 90 00 00 (27), 577 14 11 14

დაცულია თუ არა უნივერსიტეტში ლექტორებისა და სტუდენტების პირადი ინფორმაცია?

უნივერსიტეტი იცავს სტუდენტებისა და ლექტორების კონფიდენციალობას. მათი პირადი ინფორმაცია ხელშეუხებელია.

არ გაიცემა ლექტორების საკონტაქტო ნომრები, სტუდენტის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია: აკადემიური მოსწრება, სტატუსი, ფინანსები.

სტუდენტს შეუძლია მოვიდეს მშობელთან ერთად დეკანატში, ან მშობელს ჰქონდეს მინდობილობა სტუდენტისგან, ან სასწავლო ბაზაში seu.ini.ge ზე გაეცნონ ერთად ინფორმაციას სტუდენტის შესახებ.
-

seu.ini.ge

როგორ დავრეგისტრირდე გამოცდების გადაბარებაზე?

გადაბარებაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ თქვენ პირად გვერდზე  აღდგენა /გადაბარების მოდულიდან.

როგორ არის შესაძლებელი სტუდენტის სტატუსის აღდგენა

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სემესტრი განისაზღვრება მოქმედ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის (სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესის მიხედვით) გზით.

როდის შეუძლია სტიუდენტს დასკვნითი გამოცდის გადაბარებაზე გასვლა?

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღე.

რამდენი ქულაა გამოცდაზე გასასვლელასდ საჭირო?

გამოცდაზე გასასვლელასდ საჭიროა 21 ქულის არსებობა.

რამდენი ქულით ფასდება ფინალური გამოცდა?

ფინალური გამოცდის მაქსიმალური ქულა არის 30.

(დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდენულოა.)

რამდენი შუალედურია სემესტრში?

სემესტრში სტუდენტი წერს მხოლოდ ერთ შუალედურს - მაქსიმალური ქულაა 18.

რამდენი სასწავლო კვირაა სემესტრში?

სემესტრში არის 15 სასწავლო კვირა, 1 - შუალედური გამოცდების კვირა, 2 კვირა - დასკვნითი და 2 კვირა - დამატებით გამოცდებისთვის.

სად შეიძლება ვნახო თითოეული საგნის შეფასების სისტემა დეტალურად?

შეფასების კრიტერიუმები საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწერილია სასწავლო კურსების სილაბუსებში, რომელთა ნახვა შეგიძლიათ სტუდენტის პირად გვერდზე.

seu.ini.ge

რა კომპონენტებში შემიძლია შეფასებების მიღება

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

ყოველკვირეული შეფასება - 3-3 ქულა
პრეზენტაცია - 5 ქულა
შუალედური გამოცდა - 18 ქულა
დასკვნითი გამოცდა - 30 ქულა

რა არის დადებითი შეფასება სასწავლო კურსში?

ყველა სასწავლო კურსის/ კომპონენტის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. დადებით შეფასებად ითვლება 51 და მეტი ქულის მოპოვება.

რამდენი კრედიტის აღება შეუძლია სტუდენტს ზაფხულის სემესტრში?

ზაფხულის სემესტრში სტუდენტს(ბაკალავრი,მაგისტრი) შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 12 კრედიტი (წელიწადში 75 კრედიტის ფარგლებში).

რამდენი კრედიტის არჩევა შეუძლია სტუდენტს მაქსიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში?

ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მაქსიმუმ 36 კრედიტი (30 სტანდარტული და 6 დამატებითი).

რამდენი კრედიტის არჩევა შეუძლია სტუდენტს მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში?

სტანდარტული 60 კრედიტის გარდა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს დამატებით 15 კრედიტი ( წლირად არაუმეტეს 75 კრედიტი).

როგორ გამოითვლება კრედიტთა საფასური?

კრედიტთა საფასურის გამოითვლა: წლიური გადასახადი უნდა გავყოთ 60 კრედიტზე.

რამდენი კრედიტის გავლაა წლიურად დასაშვები?

კრედიტების წლიური ოდენობა განსაზღვრულია საშუალოდ 60 კრედიტით. დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები მაგარმ არაუმეტეს წელიწადში 75 კრედიტისა

როგორ ნაწილდება კრედიტები?

სტუდენტთა დატვირთვა მოიცავს:

  • ლექციაზე დასწრებას, 
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობას
  • პრაქტიკულ/ლაბორატორიულ მეცადინეობას;
  • პრაქტიკას;
  • დამოუკიდებელ მეცადინეობას;
  • გამოცდების მომზადება – ჩაბარებას;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას და მის დაცვას;

რას ნიშნავს კრედიტი?

კრედიტი არის სტუდენტის სასწავლო პროცესით დატვირთვის მაჩვენებელი.

სად შემიძლია ვნახო რომელი სასწავლო კურსები ისწავლება სემესტრების მიხედვით კონკრეტული მიმართულებით ?

მონაცემების ნახვა შესაძლებელია სასწავლო ბაზაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულიდან.

როგორ ირჩევს სტუდენტი კონცენტრაციას?

კონცენტრაციის არჩევა და კონცენტრაციაზე რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

კონცენტრაციის არჩევის შემდგომ კონცენტრაციის შეცვლის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები აღიარდება როგორც სპეციალობის არჩევითი ან თავისუფალი კრედიტები
პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის არჩევა

პრაქტიკას/კლინიკას და საბაკალავრო ნაშრომს საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტები ირჩევენ VII ან VIII სემესტრში.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას ირჩევენ III ხოლო სამაგისტრო ნაშრომს - IV სემესტრში. სამართლის სამაგისტრო პროგრამის კლინიკა გათვალისწინებულია II სემესტრში
პრაქტიკისა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის კრედიტები ავტომატურად აკლდება შესაბამისი სემესტრის სტუდენტების მიერ აკადემიური რეგისტრაციის დროს ასარჩევი კრედიტების ოდენობას.

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი არ ირჩევს პრაქტიკასა და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომს, ეს კომპონენტები მას ავტომატურად უგენერირდება.

როდის ირჩევს სტუდენტი კონცენტრაციას?

კონცენტრაციის არჩევა ბაკალავრიატში შესაძლებელია სწავლების მე-5 სემესტრიდან.

რომელი პროფესიები ითვალისწინებენ კონცენტრაციის არჩევას?

ფსიქოლოგიის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების პროგრამები ითვალისწინებენ კონცენტრაციას სპეციალობის ერთი კონკრეტული მიმართულებით.

რა არის კონცენტრაცია?

დარგობრივი კონცენტრაცია არის პროგრამის შემადგენელი არჩევითი მოდული, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სპეციალობის ქვედარგის უფრო სიღრმისეულ შესწავლად.

შესაძლებელია მეორადი პროფესიის გაუქმება?

მაინორ პროგრამის გაუქმება შესაძლებელია და სწავლის პერიოდში მასზე უარის თქმის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები აღიარდება როგორც თავისუფალი კრედიტები.

შესაძლებელია სტუდენტმა არ აირჩიოს მეორადი პროფესია?

სტუდენტი უფლებამოსილია უარი თქვას დამატებითი (Minor) პროგრამის გავლაზე. ამ შემთხვევაში ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობას სტუდენტი გაივლის საკუთარი არჩევანის შესაბამისად, უცხო ენების ბლოკის, თავისუფალი კრედიტების, თავისი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დამატებითი არჩევითი ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული სავალდებულო ან/და არჩევითი სასწავლო დისციპლინებიდან.

შესაძლებელია მეორადი პროფესიის შეცვლა?

არჩეული დამატებითი (Minor) პროგრამის შეცვლა სტუდენტს შეიძლია იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი პროგრამის გასავლელი სასწავლო კურსების კრედიტებისა და დარჩენილი თავისუფალი კრედიტების რაოდენობა საშუალებას იძლევა 60 კრედიტის შესაბამისი სასწავლო კურსების გავლას ახალი დამატებითი სპეციალობის პროგრამიდან.

როდის ირჩევს სტუდენტი მეორად პროფესიას?

სტუდენტი მეორად პროფესიას ირჩევს სწავლების მეოთხე სემესტრიდან, სასწავლო ბაზის მეშვეობით.

აუცილებელია მეორად პროფესის არჩევა?

დამატებითი (Minor) პროგრამის არჩევა ნებაყოფლობითია.
სტუდენტი უფლებამოსილია დამატებითი (Minor) პროგრამის ნაცვლად გაიაროს  უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სხვა სასწავლო კურსები, საკუთარი არჩევანის შესაბამისად, უცხო ენების ბლოკის, თავისუფალი კრედიტების, თავისი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დამატებითი არჩევითი ან სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული სავალდებულო ან/და არჩევითი სასწავლო დისციპლინებიდან.

რა იგულისხმება დამატებითი (Minor) პროგრამაში?

დამატებითი (Minor) პროგრამა არის საბაკალავრო პროგრამის (გარდა სამართლის საბაკალავრო პროგრამისა) ფარგლებში 60 კრედიტის მოცულობის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ძირითადი სპეციალობის პარალელურად, მეორე (დამატებითი) სპეციალობის დაუფლებას, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში.

შესაძლებელია თავისუფალი კრედიტებიდან უცხო ენის არჩევა?

უცხოური ენის ბლოკით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად სტუდენტს საშუალება აქვს, დამატებით, თავისუფალი კრედიტებიდან აიღოს უცხოური ენის სასწავლო კურსებიც

შესაძლებელია ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხო ენის შეცვლა უნივერსიტეტში?

სტუდენტს საშულება აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხო ენის მიუხედავად გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველ სხვა უცხოურ ენაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი ენობრივი კომპეტენციის და შესაბამის სასწავლო კურსზე დაშვების დონე დგინდება საუნივერსიტეტო ტესტირების შედეგებით.

შესაძლებელია სტუდენტმა მოითხოვოს უფრო მაღალი ენობრივი კომპეტენციის კურსზე დაშვება?

სტუდენტს უფლება აქვს მოითხოვოს უფრო მაღალი ენობრივი კომპეტენციის კურსზე დაშვება, შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის ან/და საუნივერსიტეტო ტესტირების გავლის პირობით.

რამდენის კრედიტი უნდა ისწავლოს სტუდენტმა უცხო ენის მოდულიდან?

სტუდენტმა აღნიშნუკი კომპეტენციაში უნდა დააგროვოს 25 კრედიტი(20 კრედიტი - უცხო ენა სტუდენტის არჩევით, 5 კრედიტი-დარგობრივი უცხო ენა)

უცხო ენის არჩევის ინსტრუქცია:

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს უცხო ენას, მისი არჩევანის შესაბამისად, დგინდება მისი ენობრივი კომპეტენციის დონე, და განისაზღვრება გასავლელი უცხო ენის მოდულის მოცულობა, იმგვარად, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიღწეული ჰქონდეს შესაბამის ენაზე არანაკლებ B2.2+ დონის კომპეტენცია საერთო ევროპული საკომუნიკაციო ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად.

შესაძლებელია არჩეული სალექციო კურსის გაუქმება/გადარჩევა, დროის ან ლექტორის ცვლილება აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში?

აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში სტუდენტს შეუძლია გააუქმოს/შეცვალოს არჩევანი, შეცვალოს გასავლელი სასწავლო კურსები, სწავლების დრო, ჯგუფი და ლექტორი. ამასთან თითოეულ სასწავლო კურსზე რეგისტრაციის პირობაა შესაბამის ჯგუფში ვაკანტური ადგილების არსებობა (სასწავლო ჯგუფის ლიმიტის მიღწევის შემთხვევაში, ახალი სტუდენტების რეგისტრაცია შესაბამის ჯგუფში არ განხორციელდება)

პროგრამის რა მოდულებიდან შემიძლია საგნების არჩევა?

აკადემიური რეგისტრაციის ველი შედგება 4 პანელისგან / ტაბისგან

  • ჩემი პროგრამა - მოიცავს იმ ძირითადი (Major) პროგრამის საგნებს, რომელზეც ჩარიცხულია და სწავლობს სტუდენტი
  • მაინორი პროგრამა - მოიცავს დამატებითი (Minor) სპეციალობის პროგრამების არჩევისა და ამ პროგრამების სასწავლო კურსებზე დარეგისტრირების ველებს. მაინორ პროგრამის არჩევის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლის მეოთხე სემესტრიდან (მეორე კურსის მეორე სემესტრიდან).
  • თავისუფალი კრედიტი - მოიცავს უნივერსიტეტის ყველა პროგრამის სასწავლო კურსის ჩამონათვალს, აგრეთვე უნივერსიტეტში არსებული უცხო ენების კურსებს, რომელიც სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ყველა პროგრამაში შემავალი თავისუფალი კრედიტების კომპონენტის მოცულობის ფარგლებში, ან Minor პროგრამაზე უარის თქმის შემთხვევაში - მაინორ პროგრამის კრედიტების ხარჯზეც.
  • კონცენტრაციის არჩევა - ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და განათლების ადმინისტრირების პროგრამებში შემავალი კომპონენტი, რომელიც მოიცავს ამ სპეციალობის კონკრეტული მიმართულებით სპეციალიზაციისთვის გათვალისწინებულ საგნებს (როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითს)


თითოეული პანელი მოიცავს ინფორმაციას საგანთა ბლოკის/მოდულის, საგნების კრედიტის და თითოეული საგნის შესწავლის წინაპირობების შესახებ, ასევე საგანთა ანოტაციებს, საგანთა არჩევის და გაუქმების ღილკებს.

როგორ ვნახო ასარჩევი საგნების ჩამონათვალი?

სტუდენტს შეუძლია გაეცნოს საგნების ჩამონათვალს სასწავლო ბაზაში არსებული აკადემიური რეგისტრაციის მოდულიდან.

აკადემიური რეგისტრაციის დროს სტუდენტი ირჩევს მიმდინარე სემესტრში გასავლელ საგნებს პროგრამაში შემავალი ყველა მოდულიდან

  • საუნივერსიტეტო კომპონენტი (სავალდებულო/არჩევითი)
  • უცხო ენის კომპონენტი (სავალდებულო)
  • სპეციალობის კომპონენტი (სავალდებულო/არჩევითი)
  • სპეციალიაციაში კონცენტრაცია (სავალდებულო/არჩევითი) არსებობის შემთხვევაში
  • დამატებითი / Minor პროგრამა (სურვილის შემთხვევაში)
  • პრაქტიკა (სავალდებულო)
  • საბაკალავრო ნაშრომი (სავალდებულო)

თითოეული სასწავლო კურსის ანოტაცია შეგიძლიათ იხილოთ ველში:

INFO

როგოს ხდება საგნების არჩევა ?

საგნების არჩევა შესაძლებელია ელექტრონულად, საწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის - seu.ini.ge – ის მეშევეობით.

seu.ini.ge

რას ნიშნავს შიდა მობილობა და ვის აქვს პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება?

შიდა მობილობა გულისხმობს სეუ-ს სტუდენტის მიერ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლას უნივერსიტეტის შიგნით და მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების პირველი სემესტრიდან. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.

შიდა მობილობის პერიოდი - ცხადდება წელიწადში ორჯერ , შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრში , ვადები განისაზღვრება კონკრეტული დროისათვის
შიდა მობილობის პროცედურა - აუცილებელია მონაწილეობის მისაღებად მოთხოვნა დააფიქსიროთ სასწავლო ბაზაში არსებული ელექტრონული კანცელარიიდან.

შესაძლებელია თუ არა უცხო ქვეყნიდან მობილობა (საბუთების გადმოტანა) საქართველოს მოქალაქეებისთვის ეროვნული გამოცდების გარეშე?

სხვა ქვეყანიდან ქართული კანონმდებლობის თანახმად საბუთების გადმოტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
რაც შეეხება სწავლის გაგრძელების პერიოდს - პირველ რიგში აუცილებელია სხვა ქვეყანაში გავლილი საგნების აღიარება შემდეგ ჩვენს პროგრამასთან შედარება.

შესაძლებელია მობილობის პირველ ეტაპზე საბუთების ორიგინალის გატანა?

რეგისტრაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ საბუთების ასლების გატანა უნივერსიტეტედან.

ორიგინალი დოკუმენტაციის წაღება უნივერსიტეტიდან ხდება მინისტრის მიერ სტუდენტთა ამორიცხვის ბრძანების გამოცემის შემდეგ.

რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება კრედიტების აღიარება?

აღიარებას ექვემდებარება იმ პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა.

შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.

იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტუდენტის ახალი საგანმანათლებლო პროგრამით, შესაძლებელია ახალი პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.

შესაძლებელია წინასწავ ვითარების განსაზღვრა ან სასწავლო ბარათის ელექტრონულად მიწოდება და სიტუაციის დისტანციურად დაზუსტება?

შეგიძლიათ მოგვმართოთ უნივერსიტეტში ან მონაცემები მოგვაწოდოთ სოციალური ქსელის მეშვეობით ზოგადი კონსულტაციის მისაღებად.

რომელი სემესტრიდან გავაგრძელებ სწავლას?

სწავლის გაგრძელების ვადა დამოკიდებულია აღიარებული კრედიტების რაოდენობაზე და მხოლოდ წარდგენილი სასწავლო ბარათის შესწავლის შემდეგ განისაზღვრება.

როგორ დავრეგისტრირდე მობილობაზე

ელექტრონული რეგისტრაცია ცენტრის მიერ კონტროლირებად სტუდენტურ პორტალზე https://students.eqe.ge/ (ირჩევთ 5 სასურველი უნივერსიტეტს და 5 სასწავლო პროგრამას. ასევე შესაძლებელია 1 უნივერსიტეტის და მისი 5 პროგრამის მითითება)

ამავე პერიოდში აუცილებელია მიმართოთ მიმღებ უნივერსიტეტს და უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობის ასლი, ატესტატის ასლი, ბეჭდით დამოწმებული სასწავლო ბარათის ამონაწერი.

students.eqe.ge

როდის ცხადდება გარე მობილობა, რა ეტაპები უნდა გავიარო მონაწილეობის მისაღებად?

1.მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში.
2.მობილობის უფლება აქვს პირს , რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა და სწავლობდა არანაკლებ 1 წლის განმავლობაში.
3.მობილობის უფლება ასევე აქვს სტუდენტს, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი, სტუდენტის სტატუსშეწყვეტილ პირს, სტატუსის შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში;

მაგისტრანტების კანდიდატების რეგისტრაცისთვის საჭირო დოკემენტები

მაგისტრანტების კანდიდატების რეგისტრაცია

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის) 
  • 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

როგორ დავუკავშირდე აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრს ?

უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულია აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. დეტალური  ინფორმაციის მისარებად მიყევით თანდართულ ბმულს http://amc.ge/

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 54-11-11   577 33-73-71 

info@amc.ge

რა დოკუმენტაცია უნდა წარმოვადგონი უნივერსიტეტში

ადმინისტრაციული რეგისტრაციისას აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია:

1.განცხადება;
2.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი;
3.პირადობის მოწმობის ასლი;
4.2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
5.სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
6.თუ სტუდენტი არასრულწლოვანია რეგისტრაციის დროს აუცილებელია წარადგინოს დაბადების მოწმობა და მასთან ერთად უნდა იმყოფებოდეს მშობელი ან მეურვე.

რა საუნივერსიტეტო გამოცდები ბარდება მაგისტრატურის პროგრამებზე

სეუ-ში სა­­მა­­გისტრო პროგ­რამაზე მი­ღე­ბის დამატებითი პირობებია შიდა საუნივერ­სი­ტეტო გა­მოც­დები სპე­ცია­ლობასა და უცხოურ ენაში (B2 დონე).

საგამოცდო საკითხების ნიმუშები განთავსებულია თითოეული სამაგისტრო პროგრამის გვერდზე

B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით;

  • BEC exam and CELS exam – Vantage
  • Cambridge exam – FCE
  • Pritman ESOL International
  • TOEIC – 541
  • TOEFL – 500 (paper - based)
  • 173 (computer - based)
  • 61 (internet - based)

ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გარეშე

სეუ-ში საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე სწავლა დასაშვებია:

  • ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
  • გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის  52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ:  
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ჩარიცხვა მაგისტრატურაში

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს  არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სა­მა­გისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, ში­და/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სამაგისტრო ტესტის ტიპები სპეციალობების მიხედვით:

1.განათლების ადმინისტრირება- A

2.სოციალური ფსიქოლოგია - A

3.საბანკო საქმე - B

4.ადამიანური რესურსების მართვა - B

5.სამართალი - C

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვის წესი

სეუ-ში საბაკალავრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვა დასაშვებია შემდეგი კატეგორიის პირებისთვის:

1.უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

2.საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;

3.პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ჩარიცხვა ბაკალავრიატში:

საბაკალავრო ან ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს  სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი)

საქართველოს მოქალაქეები უნივერსიტეტში შეიძლება ჩაირიცხონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძვლეზე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით

როგორ დავუკავშირდე აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრს ?

უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულია აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. დეტალური  ინფორმაციის მისარებად მიყევით თანდართულ ბმულს http://amc.ge/

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 577 54-11-11   577 33-73-71  - info@amc.ge

მივიღებ თუ არა სახელმწიფო დაფინანსებას?

უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება ყველა სახის სახელმწიფო გრანტით

რა პროგრამები აქვს უნივერსიტეტს

უნივერსიტეტი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს:

ბაკალავრიატი

  • მენეჯმენტი
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე)
  • ფინანსები
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • ჟურნალისტიკა

ერთსაფეხურიანი

  • მედიცინა (ინგლისურ ენაზე)

მაგისტრატურა

  • საბანკო საქმე
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • სამართალი
  • სოციალური ფსიქოლოგია
  • განათლების ადმინისტრირება

 

არის თუ არა უნივერსიტეტი ავტორიზებული და აკრედიტებული

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ავტორიზებული, ხოლო ყველა მისი პროგრამა აკრედიტებულია