English
EN GE

იურისტთა კლუბი 

დიპლომატთა კლუბი

 

სტუდენტური კლუბი

სტუდენტური ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტის სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნაში. მსგავსი გაერთიანებები, იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ადვოკატირების მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევთ სტუდენტებს ჩაერთონ საქმიანობებში, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ ზრდას, ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას. სტუდენტური კლუბები აერთიანებენ სტუდენტებს საერთო ინტერესების ირგვლივ.

ეს სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული ორგანიზაციები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, პანელებსა და  კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს. ამგვარად, სტუდენტებს ეძლევათ  შესაძლებლობა, შექმნან აქტივობები და განახორციელონ იდეები, უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს და მხარს უჭერს მათი ინტერესების გატარებას.

 

სტუდენტური კლუბის რეგისტრაცია 

სტუდენტური კლუბის არსებობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, სტუდენტური ორგანიზაცია დარეგისტრირდეს და მიიღოს ოფიციალური აღიარება საქართველოს ეროვნული ინუვერსიტეტი სეუ-ს  დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურის მიერ. 

სამსახური ადასტურებს სტუდენტური ორგანიზაციის განაცხადსა და მათ წესდებას. 

 

რეგისტრაციის წესი

რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები: 

  • დაფინანსებაზე განაცხადის უფლება
  • უნივერსიტეტის გვერდზე სტუდენტური ცხოვრების აქტივობების ჩამონათვალში კლუბზე ინფორმაციის განთავსების შესაძლებლობა; აქვე იქნება მოცემული კლუბის საკონტაქტო ინფორმაცია (@edu.ge ელ-ფოსტა თითოეულ კლუბს)
  • უნივერსიტეტის სახელით წარდგენის უფლება
  • ღონისძიებების ჩატარებისა და დაფინანსების წყაროების მოძიების უფლება
  • ორგანიზაციის აქტივობების რეკლამირება, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა
  • კამპუსის სივრცის გამოყენება
  • უნივერსიტეტის ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების შესაძლებლობა.

 

სავალდებულო მოთხოვნები რეგისტრირებული კლუბებისათვის:

  • დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურთან კოორდინაცია დაგეგმილ ღონისძიებებთან და კლუბის პროგრამასთან დაკავშირებით
  • დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურისთვის კლუბის განახლების, ახალი წევრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ყოველ სემესტრში
  • უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა, შეთავაზების შემთხვევაში  

 


სტუდენტური
კლუბის რეგისტრაციის ბმული: 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

ელ.ფოსტა: shakomeskhi@seu.edu.ge

ტელ: 577 141 114