პლაგიატი არის ყველა ის ტექსტი/ფრაზა/იდეა/კვლევის მონაცემი, რომელსაც პირი იყენებს საკუთარ ნაშრომში ავტორის/წყაროს მითითების გარეშე.
წყაროდ ითვლება ის წიგნი, სტატია, სახელმძღვანელო, ბლოგი, ასევე ისეთი მასალა, რომელიც არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის კონკრეტულ პირს.
უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის სტანდარტის მიხედვით, პლაგიატი აკრძალულია და იგი ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო საზოგადოების ეთიკის კოდექსს.
პლაგიატად ჩაითვლება ნაშრომი, რომელშიც:
პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაზე რეაგირება რეგულირებულია უნივერსიტეტის სტუდენტური ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის კოდექსით.
„უნებლიე პლაგიატისგან“ თავის არიდების მიზნით საჭიროა ზუსტი ზღვარის გავლება ე.წ. ზოგად ცოდნასა და კონკრეტული ავტორის/ავტორების მიერ შექმნილ ცოდნას შორის. თუ ნაშრომის ავტორისთვის საეჭვოა წყაროს მითითება-არმითითების საკითხი, რეკომენდირებულია, გაიაროს კონსულტაცია სხვა მეცნიერთან, ან მიუთითოს წყარო, ვიდრე ტექსტი ჩაითვალოს პლაგიატად.
„პერიფრაზი“ არ გულისხმობს ორიგინალი ტექსტიდან მხოლოდ ცალკეული სიტყვების შეცვალას, არამედ ნიშნავს ამ ტექსტის გარკვეული ნაწილის შინაარსის გადმოცემას საკუთარი სიტყვებით, ამასთან, ავტორისათვის დამახასიათებელი სტილით და ნაშრომის კონტექსტის გათვალისწინებით. პერიფრაზის შემთხვევაშიც აუცილებელია ავტორის/წყაროს მითითება, რადგან პერიფრაზი სხვისი აზრის გადმოცემაა.
„ციტირება“ არის საკუთარ ნაშრომში სხვა ავტორის აზრების/შეხედულებების გამოყენება სიტყვების შეუცვლელად გადმოტანის გზით. ციტირების შემთხვევაში, ციტირებული ტექსტი უნდა ჩაისვას ბრჭყალებში, ან გამოიყოს მუქი, დახრილი შრიფტით და მიეთითოს წყარო უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.
“რეზიუმირება” გულისხმობს მთლიანი წყაროს, ან ამ წყაროს ნაწილის ზოგადი აზრის რეზიუმირებას და გამოყენებას ნაშრომში შესაბამისი წყაროს მითითებით.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დეულებთ დადგენილია, სტუდენტურ თუ სამეცნიერო კვლევით ნაშრომში ორიგინალი ტექსტის (ციტატების, პერეფრაზის და სხვა წყაროებიდან მოყვანილი ტექსტის გამოყენების გარეშე) მინიმალური მოცულობის ზღვარი.
სტუდენტური ნაშრომებისთვის ორიგინალი ტექსტის მოცულობის მინიმალური ზღვარია:
სამეცნიერო ნაშრომებისთვის ორიგინალი ტექსტის მოცულობის მინიმალური ზღვარია:
აღნიშნული ზღვარის დაძლევა არ გამორიცხავს უნივერსიტეტის მიერ დასაშვები მოცულობის ორიგინალი ტექსტის მქონე ნამუშევრებიდან იმ ნამუშევრისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომელიც მოცულობით მეტ ორიგინალ ტექსტს შეიცავს.