EN GE

სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს მისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები, ამ კურსის წამკითხველი ლექტორები და სასწავლო დრო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აკადემიური კალენდარის მიხედვით.

არჩევანის გამჭვირვალობის მიზნით სტუდენტს შეუძლია გაეცნოს საგანმანათლებლო პროგრამას და/ან სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ინდივიდუალურ გვერდზე არსებული სავალდებულო/არჩევითი/თავისუფალი სასწავლო კურსი/კურსები

ანალოგიური წესით ხდება პროგრამით გათვალისწინებული კონცენტრაციისა და დამატებითი (Minor) პროგრამა

აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში სტუდენტს შეუძლია შეცვალოს არჩევანი, შეცვალოს გასავლელი სასწავლო კურსების, სწავლების დრო, ჯგუფი და ლექტორი. ამასთან თითოეულ სასწავლო კურსზე რეგისტრაციის პირობაა შესაბამის ჯგუფში ვაკანტური ადგილების არსებობა (სასწავლო ჯგუფის ლიმიტის მიღწევის შემთხვევაში, ახალი სტუდენტების რეგისტრაცია შესაბამის ჯგუფში არ განხორციელდება)

აკადემიური რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, არჩეული სასწავლო კურსის გაუქმების შემთხვევაში სტუდენტს არ უბრუნდება შესაბამისი კურსის შესწავლის საფასური

აკადემიური რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, დაგვიანებული სტუდენტის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ ჯგუფებში/საგნებზე, რომელთა სტუდენტების ლიმიტები არ არის ამოწურული

სასწავლო კურსების, კონცენტრაციების და დამატებითი (Minor) პროგრამების არჩევა ხდება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.