სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

SEU-ს გამოცემები

სასჯელის დანიშვნის ზოგიერთი საკითხი (სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი) - იოსებ ვარძელაშვილი

სასჯელი, ისევე როგორც დანაშაული ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სისხლის სამართლის დოგმატიკასა და სასამართლო პრაქტიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასჯელის დანიშვნის საკითხი სასამართლო პრაქტიკაში. წინამდებარე ნაშრომი სწორედ სასჯელის დანიშვნის პრობლემას ეხება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ნაშრომი ეხება მხოლოდ სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას. ნაშრომში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ჯარიმისა და შინაპატიმრობის დანიშვნისას გამოვლენილი ხარვეზები, სასჯელის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებისას არსებული საკითხები, დანაშაულის რეციდივის, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას კანონმდებლობის დარღვევები, სასჯელთა შეჯამების პრობლემა და ა.შ. იოსებ ვარძელაშვილის მიერ შერჩეულია მხოლოდ ის საქმეები, სადაც გამოვლენილია ხარვეზები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სასჯელის დანიშვნის პრაქტიკის განზოგადება არასდროს ყოფილა ჩვენი კრიმინალისტების ღრმა კვლევის საგანი. შესაბამისად, წინამდებარე ნაშრომი პირველი მცდელობაა სასჯელებთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიმართულებით. წინამდებარე ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია მოსამართლეთათვის, ვინაიდან მასში განხილულია სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზები. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომი მნიშვნელოვანი იქნება საუნივერსიტეტო სწავლების პროცესშიც, განსაკუთრებით მაგისტრატურის საფეხურზე, რომელიც ძირითადად პრაქტიკულ ასპექტებს მოიცავს.
სასჯელის დანიშვნის ზოგიერთი საკითხი (სასამართლო პრაქტიკის ანალიზი)

წიგნი: „სასტუმროს მენეჯმენტი“ - ლარისა დოლიკაშვილი

წიგნის გამოცემის მიზანია, შეიქმნას ახალი ცოდნა ქართული სასტუმროების მენეჯმენტის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო და სხვა სასწავლო სივრცეში ტურიზმის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. „სასტუმროს მენეჯმენტის“ გამოცემა მისი ცალკეული დეპარტამენტების მიხედვით გახლავთ პირველი მცდელობა საქართველოში მსგავსი კვლევის ჩატარების და ნაშრომის გამოცემის.
სასტუმროს მენეჯმენტი

სასწავლო სახელმძღვანელო: „ტურიზმის საფუძვლები" - კობა არაბული

წიგნის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს ტურიზმის სფეროში გამოცდილებასა და უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც მაღალი გრაფიკული ხარისხის ვიზუალური მასალითა და თემების დაწვრილებითი ანალიზით იდეალური შესავალი იქნება ტურიზმის სფეროში.
ტურიზმის საფუძვლები I
ტურიზმის საფუძვლები II

Message body empty