სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

19 ივლისი, 2024

საგრანტო პროექტის ,,სასჯელმოხდილ პირთა გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნა“ შედეგების წარდგენა SEU-ში

18 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა საგრანტო პროექტის ,,სასჯელმოხდილ პირთა გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნა“ შედეგების წარდგენა.

17 ივლისი, 2024

SEU-ს ვიცე-რექტორი გოდერძი ბუჩაშვილი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა

16 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, პროფესორი გოდერძი ბუჩაშვილი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

17 ივლისი, 2024

SEU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ლია კურტანიძემ, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

16 ივლისს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ AI-ის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 

17 ივლისი, 2024

SEU-სა და გერმანიის Mittweida-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ორმაგი დიპლომის შეთანხმება გაფორმდა

SEU-სა და გერმანიის Mittweida-ს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ორმაგი დიპლომის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი სემესტრი ისწავლონ გერმანიაში, სწავლის დასრულების შემდეგ კი მიიღონ SEU-სა და Mittweida-ს უნივერსიტეტების ორმაგი დიპლომი. 

15 ივლისი, 2024

SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა GITA-ს 10 000 ლარიანი გრანტი მოიგეს 

13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა: ზაალ ჭუმბურიძემ, ნუგზარ ფერაძემ და ლევან ჯოხაძემ გურჯაანის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით გამართულ კონკურსში “ღვინოთონი 3.0” გაიმარჯვეს და მოიპოვეს 10 000 ლარი გრანტის სახით, პროტოტიპის განვითარების მიზნით. 

15 ივლისი, 2024

SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი EBSCO-ს პრესტიჟულ აკადემიური ჟურნალების ბაზაში

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ჟურნალი „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ განთავსდა EBSCO-ს პრესტიჟულ აკადემიური ჟურნალების ბაზაში.

სიახლის გამოწერა

Message body empty