სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ფოტოკონკურსი თემაზე „ჩვენი დედამიწა“

11 მარტი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჟურნალისტიკის პროგრამის ინიციატივითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, ცხადდება შიდა საუნივერსიტეტო ფოტოკონკურსი.

ფოტოკონკურსის თემაა: ჩვენი დედამიწა.

ფოტოს თემატიკა: 

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი გარემო;
  • წყალი, როგორც მოსაფრთხილებელი რესურსი;
  • ენერგია ფართო გაგებით  - მისი წყაროები,  რესურსები და ხელმისაწვდომობა;
  • ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა;
  • ინოვაციები;
  • უთანასწორობა და სიღარიბე;
  • სიმდიდრე და მრავალფეროვნება;
  • ქალაქი-სოფელი;
  • ბუნება - მისი უნიკალურობა; 
  • წარმოება - ნებისმიერი სახის;
  • ზღვა და მისი რესურსები;
  • გენდერული თანასწორობა;
  • უსაფრთხოება.

ფოტოკონკურსის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია SEU-ს  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს;
  • ფოტოს გადაღება შესაძლებელია ფოტოაპარატით ან მობილური ტელეფონით;
  • კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ფოტო;
  • ფოტო შინაარსობრივად უნდა  ეხებოდეს ჩამოთვლილი თემებიდან მხოლოდ ერთს;
  • ნამუშევრების შინაარსობრივი მხარისადმი ესთეტიკური შეზღუდვები არ არის, თუმცა ადვილად აღსაქმელი უნდა იყოს ფართო აუდიტორიისთვის;
  • ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ, ძალადობის აღმნიშვნელ და შეურაცხმყოფელ ელემენტებს;
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტის ფოტო მოიხსნება კონკურსიდან.

შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსის თემასთან და შერჩეულ მიზანთან შესაბამისობა;
  • იდეის ორიგინალურობა;
  • ინოვაციური ხედვა;
  • კომპოზიციურად სწორი კადრი; 
  • ფერების კომბინაცია და შეხამება. 

ფოტოში უნდა ჩანდეს საინტერესო ხედვა და შემოქმედებითი მიდგომა.

  • ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს;
  • კონკურსის სამივე გამარჯვებულს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და საჩუქრები;
  • კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოები განთავსდება  SEU-ს ახალი კამპუსის ატრიუმში, დიდ ეკრანზე. გამარჯვებული ფოტოები,  ასევე გამოქვეყნდება SEU-ს ვებ გვერდზე და სოციალური ქსელში.

კონკურსის ვადები: 

  • ფოტოების მიღება: 2024 წლის 14  თებერვლიდან - 11 მარტის ჩათვლით;
  • გამარჯვებულების გამოვლენა: 2024 წლის 18 მარტი;
  • დაჯილდოების ღონისძიება: 2024 წლის 21 მარტი (ეძღვნება ქართული ჟურნალისტიკის დღეს).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და  ატვირთოთ ფოტო ბმულზე:

დარეგისტრირდი

Message body empty