სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ცხადდება კონკურსი ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში  ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში

10 აპრილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს კონკურსს  პარტნიორ ბრაგანცას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში  ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 აკადემიური წლის  მობილობისთვის. სასწავლო პროცესი გაგრძელდება 2024 წლის სექტემბრიდან - 2025 წლის ივლისამდე.

სწავლის პროცესი დაფინანსებულია Erasmus+ის მიერ, ასევე შერჩეულ სტუდენტს დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯი და მიიღებს სტიპენდიას ჯამში  5100 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის პროგრამების  მესამე კურსის და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10.04.2024

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected] 

  • პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2);
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • CV Europass ფორმატი.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტი შეირჩევა მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]

Message body empty