სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სალონური საღამო თემაზე „თანამედროვე ლიტერატურული და მხატვრული არტ-პასაჟები"

10 აპრილი

10 აპრილს, SEU უმასპინძლებს არტ ჯგუფ „კოგიტოს“, გაიმართება სალონური საღამო თემაზე: „თანამედროვე ლიტერატურული და მხატვრული არტ-პასაჟები". 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები, ამონარიდები რომანიდან „თუთის სურნელი” და პოეტური ტექსტები. 

შეხვედრას გააფორმებს კლასიკური მუსიკა. 

მონაწილეები: მწერალი ირინა მელქაძე; პოეტი ამირან ჯანჯღავა; მსახიობი ზვიად დოლიძე; მუსიკოსები იოანე ტუღუში და გვანცა სარია; მხატვარი დავით ლეკიაშვილი. 

შეხვედრა გაიმართება განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამისა  და სპორტის, კულტურის და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით.

ადგილი: SEU-ს ბიბლიოთეკა (ახალი კამპუსის მეცხრე სართული). 

მისამართი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, წინანდლის ქუჩა N9, 300 არაგველის მეტროსთან.

ღონისძიების დეტალების შეხსენების მიზნით SMS გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

დარეგისტრირდი

Message body empty