გაცნობებთ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის 2021-2022 აკადემიური წლის პროგრამას ქართველი მკვლევარებისთვის.
პროგრამა ძირითადად გათვლილია პოსტდოქტორანტებზე, რომელთაც სურთ, განახორციელონ პოსტსადოქტორო კვლევა/სწავლება აშშ-ს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3-დან 6 თვემდე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-visiting-scholar-program-university-professors/