სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მარკუს კერბერის საჯარო ლექცია

15 აპრილი

15 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს პროფესორ მარკუს კერბერი საჯარო ლექციას სახელწოდებით "ევროკავშირის ბოლოდროინდელი ინსტიტუციური განვითარების ეტაპები კორონავირუსის კრიზისის გამო".

მარკუს კერბერი არის ბერლინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU Berlin) სახელმწიფო ფინანსებისა და პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი, პარიზის უნივერსიტეტის Sciences Po Paris და ბუნდესვერის აკადემიის მოწვეული ლექტორი.

პროფესორი კერბერი პროფესიით იურისტია და მისი საქმიანობა ბერლინს, პარიზს, ბრიუსელს და ლონდონს შორის არის გადანაწილებული. მას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა ლონდონისა და პარიზის საინვესტიციო ბანკებში.

კერბერი მრავალი სტატიის და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია საჯარო და კორპორაციული ფინანსების, ანტიმონოპოლური კანონისა და ევროპული სამართლის მიმართულებით. იგი არის ბერლინში არსებული სამეცნიერო ცენტრის ”ევროპოლის” დამფუძნებელი. ცენტრი აწარმოებს კვლევებს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით და უკვე მრავალი პუბლიკაცია გამოსცა როგორც გერმანულ ასევე ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

დარეგისტრირდი.

Message body empty