15 მაისს, SEU - ს მოწვეული ლექტორი, დანიელ სალსედო ჩაატარებს მორიგ ვებინარს თემაზე: „ოსკის გამოცდის შეფასების ფურცლის მომზადება“ (Preparation of OSCE checklist).
ტრენინგი ჩატარდება SEU - ს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
დანიელ სალსედო გახლავთ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE -Association for Medical Education in Europe) მაღალი ტექნოლოგიებით სწავლების კომიტეტის თავმჯდომარე. ტაიპეის სამედიცინო უნივერსიტეტის, უანფანგის ჰოსპიტლის კლინიკური განათლების ცენტრის და ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო სიმულაციური ლაბორატორიის და განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.