სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები“

19 მაისი
Zoom.us 12:00

19 მაისს, SEU უმასპინძლებს ონლაინ საჯარო ლექციას თემაზე - „თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები“.

ლექციას ჩაატარებს SEU-ს მოწვეული პროფესორი, მკვლევარი - მარტინ დალი. პროფესორი დალი არის პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი.

მას აქვს დოქტორის ხარისხი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტიდან და არის ლაზარსკის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის ლექტორი, მრავალი პუბლიკაციისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო უნარების და მათი განვითარების გზების შესახებ.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • კომუნიკაციის უნარები;
  • გუნდური მუშაობის სპეციფიკა;
  • პრეზენტაციის უნარები;
  • კრიზისულ სიტუაციებში მუშაობა;
  • ემოციური ინტელექტი;
  • სტრესთან გამკლავება და ა.შ.


საჯარო ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

დრო: 12:00 სთ

სარეგისტრაციო ბმული

Message body empty