სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

Ole, Ole - SEU-ში ესპანური ენის კურსები იწყება!

13 ოქტომბერი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ SEU-ში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „Iberia“, რომელიც 2006 წელს მადრიდში დაარსდა და დღეისათვის ესპანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და სასწავლო ცენტრებთან აქტიურად თანამშრომლობს.

ცენტრი „Iberia“ SEU-ს სტუდენტებს ესპანური ენის შესწავლას სთავაზობს და ამასთან ერთად საშუალებას აძლევს ჩაერთოს სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია უფასო მოგზაურობა ესპანეთში, საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა, სტაჟირებებისა და პრაქტიკების გავლა ესპანეთში, სტუმარი სტუდენტის სტატუსით სარგებლობა, საერთაშორისო სერტიფიკატის აღება და ა.შ. პროგრამებში ჩასართავად საჭიროა ესპანური ენის მინ A2 (საკომუნიკაციო) დონეზე ცოდნა.

  • ესპანური ენის მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ;
  • მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 საათი;
  • თითოეულ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა: 10-15 მსმენელი.

სწავლის საფასური შეადგენს - თვეში 125 ლარს. SEU-ს სტუდენტებისთვის - მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება;

განსაკუთრებული საჩუქარი SEU-ს სტუდენტს: კურსის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც 1 კვირით გაემგზავრება ესპანეთში. ესპანეთში ყოფნის ხარჯებს (დახვედრა, დაბინავება, კვება და ა.შ.) სრულიად ფარავს მასპინძელი ორგანიზაცია - ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „Iberia“. სტუდენტი იხდის ხოლოდ მგზავრობის ხარჯს.

დარეგისტრირდი

ჯგუფში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც პირველები შემოიტანენ განაცხადს. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty