სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო განათლების საინფორმაციო კვირეული SEU-ში

26 ოქტომბერი

26, 27 და 28 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, საერთაშორისო განათლების ხელშეწყობის მიზნით უმასპინძლებს საინფორმაციო კვირეულს სტუდენტებისათვის. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მეტი რამ შეიტყონ მათთვის საინტერესო საერთაშორისო უნივერსიტეტების, გაცვლითი პროგრამების თუ საერთაშორისო პროექტების შესახებ.

შეხვედრები ჩატარდება 3 დღის განმავლობაში:


26 ოქტომბერი

  • უნივერსიტეტი უმასპინძლებს ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“. ცენტრის ხელმძღვანელი ისაუბრებს ესპანეთში სწავლის შესაძლებლობებზე და SEU-ს სტუდენტებისთვის სპეციალურ შეთავაზებებზე.

დრო: 16:00 საათი

  • ამერიკული კომპანიის AMOpportunies დირექტორი ისაუბრებს მედიცინის სტუდენტებისთვის მოკლე პრაქტიკული კურსების შესაძლებლობებზე აშშ-ს, კანადისა და
  • ბრიტანეთის ჰოსპიტლებში.

დრო: 19:00 საათი

27 ოქტომბერი

  • EU Business School-ის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელმძღვანელი ისაუბრებს, იმ საგანამანთლებლო და გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ხორციელდება SEU-სა EU Business School-ს შორის.

დრო: 16:00 საათი

28 ოქტომბერი

  • SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, სტუდენტებს გააცნობს SEU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებს და ორგანიზაციების. ასევე, ისაუბრებს გაცვლით პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობებზე.

დრო: 16:00 საათი

  • კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლის (UC Berkeley) საერთაშოერისო პარტნიორობის ასისტენტ-დირექტორი ისაუბრებს SEU-სა და ბერკლის შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, SEU-ს სტუდენტებისთვის ბერკლიში სწავლის შესაძლებლობაზე.

დრო: 19:00 საათი


დარეგისტრირდი

Message body empty