სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU უმასპინძლებს წიგნის - „სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“ პრეზენტაციას

03 ნოემბერი

3 ნოემბერს, SEU უმასპინძლებს წიგნის - „სახელმძღვანელო ქალთა და ბავშვთა ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე“ პრეზენტაციას, დოკუმენტური ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

SEU-ს იურიდიული ფაკულტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც სასწავლო კურსის სახით არის შეთავაზებული საგანი "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი ასპექტები", რომელიც ბაკალავრიატის საფეხურის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. სახელმძღვანელო დაეხმარება სტუდენტებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ აღნიშნული საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნა.

წიგნი განკუთვნილია სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებისთვის, აგრეთვე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსებისა და ამ თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. სახელმძღვანელო გამოიცა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით.

სახელმძღვანელოში თავმოყრილია ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებული კანონმდებლობის განმარტებები და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ინსტრუმენტების პრაქტიკაში აღსრულების სტრატეგიები, რაც კონკრეტულ მაგალითებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით სისტემურად და კომპლექსურად წარმოაჩენს განხილულ საკითხებს.

16:00 სთ - ღონისძიების გახსნა და მისასალმებელი სიტყვა.

სპიკერები:

  • ანა ფირცხალაშვილი - SEU- ს ვიცე-რექტორი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.
  • გიორგი ჩხეიძე - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის ხელმძღვანელი.

I პანელი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოწვევების შეფასება დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

  • მოდერატორი: გოგა ხატიაშვილი - SEU-ს მოწვეული ლექტორი, სახელმძღვანელოს ავტორი.

სპიკერი:

  • თამარ დეკანოსიძე - ევრაზიის რეგიონის წარმომადგენელი, Equality Now.
  • ღია დისკუსია/მოსაზრებების გაცვლა.

II პანელი - სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.

სპიკერები:

  • თეა ჯუღელი - SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.
  • გოგა ხატიაშვილი SEU-ს მოწვეული ლექტორი, სახელმძღვანელოს ავტორი.
  • 18:00 საათი - ღონისძიების დახურვა.

ღონისძიება ჩატარდება ღია სივრცეში (Covid-19) რეგულაციების სრული დაცვით. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, გვეწვიონ ადგილზე ან მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად.

მისამართი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, წინანდლის 9, SEU-ს ახალი კამპუსი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია რეგისტრირებული სტუდენტებისათვის.

დარეგისტრირდიპრეზენტაციის განრიგი

Message body empty