სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჯანლუკა მატაროჩის ფინანსების ლექცია SEU-ში

08 ნოემბერი
15:00

8, 15 22 ნოემბერს 15:00 საათზე  რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის პროფესორი და SEU-ს მოწვეული ლექტორი ჯანლუკა მატაროჩი, ჩაატარებს ლექციებს ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. კერძოდ:

  • 8 ნოემბერი 15:00 რისკის მართვის ტექნიკები;
  • 15 ნოემბერი 15:00 ფინანსური რისკებისა და საწარომთა მენეჯმენტის ტექნიკები;
  • 22 ნოემბერი 15:00 საწარმოთა მენეჯმენტი;


ჯანლუკა
მატაროჩი - რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის საბანკო საქმის ასოცირებული პროფესორი, ლუის გუიდო კარლის უნივერსიტეტის კორპორატიული ფინანსების ადიუტანტ პროფესორი. ჯანლუკა მატაროჩის რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის აქტივების მართვის მაგისტრის, საბანკო საქმისა და ფინანსების დოქტორის  ხარისხი აქვს. ის ასევე არის ლუისის ბიზნეს სკოლის უძრავი ქონების ფინანსების სამაგისტრო კურსის დირექტორი, რომის ტრე-ს უნივერსიტეტის ურბანული მემკვიდრეობის რესტავრაციისა და უძრავი ქონების ფინანსების სამაგისტრო კურსის ვიცე-დირექტორი და რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამის ფაკულტეტის წევრი.

ჯანლუკა მატაროჩი აქტივების მართვის, კორპორატიული ფინანსების, საკრედიტო რისკების მართვისა და უძრავი ქონების თემებთან დაკავშირებით უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორია. ჯანლუკა მატაროჩი SEU-ს მოწვეული ლექტორია და ფინანსურ მართვასა და ფინანსური რისკების მენეჯმენტს ასწავლის.

დარეგისტრირდი

Message body empty