სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ საჯარო ლექციების სერია - საერთაშორისო ტურიზმის განვითარების საკითხები

29 ნოემბერი
15:00

29 ნოემბერს, 6 და 13 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორის და SEU-ს მოწვეული ლექტორის მიგელ კამბას საჯარო ლექციებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების საკითხებზე. ლექციები ტარდება ესპანური კულტურისა და ენის ცენტრ „იბერიას“ ხელშეწყობით.

  • 29 ნოემბერი, 15:00 საათი - ტურიზმის თანამედროვე სტრატეგიები;
  • 6 დეკემბერი 15:00 საათი - ტურიზმის ობსერვატორია;
  • 13 დეკემბერი 15:00 საათი - ღვინის ტურიზმი ღვინის სამშობლოში.

მიგელ კამბა გახლავთ ალკალის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის დოქტორი. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA), ალკალის უნივერსიტეტის პროფესორი ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. მიგელი 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებში, ასევე არის ბიზნესის მართვის ექსპერტი. სხვადასხვა წლებში იყო: გუადალახარას ბიზნესმენთა კონფედერაციის გენერალური მდივანი, ბიზნესისა და ინოვაციების ევროპული ცენტრის გენერალური დირექტორი და ესპანეთის ყველაზე დიდი ჰოისპიტლების "Ramon y Cajal"-სა და "Virjen de la candelaria"-ის დირექტორი.

ლექცია გაიმართება სინქრონული თარგმანით - ქართულ ენაზე.

დარეგისტრირდი

Message body empty