სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

როკო პალუმბო SEU-ს სტუდენტებს სთავაზობს ლექციათა ციკლს - ლიდერობა და ორგანიზაციული მენეჯმენტი

03 დეკემბერი
15:00

3, 10 და 17 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უმასპინძლებს რომის Tor Vergata-ს უნივერსიტეტის პროფესორს და SEU-ს მოწვეულ ლექტორს -  როკო პალუმბოს, რომელიც  SEU-ს სტუდენტებს შესთავაზებს ლექციათა ციკლს - „ლიდერობა და ორგანიზაციული მენეჯმენტი.“

  • 3 დეკემბერი, 15:00 საათი - ლიდერობა და ძალაუფლება;
  • 10 დეკემბერი, 15:00 საათი - ლიდერის სტილი და ორგანიზაციული ძალაუფლების მართვის გზები;
  • 17 დეკემბერი, 15:00 საათი - კონფლიქტების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების ხელშეწყობისთვის.

როკო პალუმბო ფლობს დოქტორის ხარისხს ეკონომიკასა და საჯარო სექტორის მენეჯმენტში, მაგისტრის ხარისხს სოციალური მეწარმეობისა და საჯარო სექტორის მენეჯმენტში. ის გახლავთ ,,Tor Vergata’’-უნივერსიტეტში (რომი,იტალია)  უფროსი მკვლევარი და ასისტენტ-პროფესორი ორგანიზაციული ქცევისა და თეორიის საკითხებში. ასევე, არაერთი სამეცნიერო კვლევის ავტორი, ორგანიზაციების, მათი სტრუქტურის, ორგანიზაციული კომუნიკაციისა და ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.

როკო პალუმბო მონაწილობდა საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში და აკადემიურ ტრენინგებში. ფლობს სამეცნიერო ჯილდოებს და აქვს სარედაქციო გამოცდილება სამეცნიერო ჟურნალებში.

SEU-ში ის კითხულობს ორგანიზაციული ქცევის ლექციებს .

დარეგისტრირდი

Message body empty