სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU სამეცნიერო ჟურნალში „SEU&SCIENCE“ სტატიების მიღებას აცხადებს

21 მარტი

ჟურნალი  „SEU&SCIENCE“ გამოიცემა ბიანუალური კრებულის სახით. იგი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები;
  • ჯანდაცვა/მედიცინა.


გამოსაქვეყნებელი სამეცნიერო ნაშრომები ექვემდებარება სავალდებულო რეცენზირებას (peer review).

უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის განთავსება უფასოა. საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე რჩება მის ავტორებს/თანაავტორებს.

სტატიები მიიღება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ნაშრომის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.seu.edu.ge/ka/1735/

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 21 მარტი

ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე:  [email protected]

 

Message body empty