სტუდენტური ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტის სოციალური, კულტურული და ინტელექტუალური გარემოს შექმნაში. მსგავსი გაერთიანებები, იქნება ეს კულტურის, სპორტის თუ ადვოკატირების მიმართულებით, შესაძლებლობას აძლევთ სტუდენტებს ჩაერთონ საქმიანობებში, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ ზრდას, ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას.
სტუდენტური კლუბები აერთიანებენ სტუდენტებს საერთო ინტერესების ირგვლივ. ეს სოციალურ, გასართობ თუ პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებული ორგანიზაციები ატარებენ სოციალურ ივენთებს, სემინარებს, პანელებსა და კონფერენციებს, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებს, საქველმოქმედო თუ სხვა სტუდენტურ ღონისძიებებს. ამგვარად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, შექმნან აქტივობები და განახორციელონ იდეები, უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს და მხარს უჭერს მათი ინტერესების გატარებას.
რეგისტრირებული კლუბის უპირატესობები:
თუ შენც გსურს წვლილი შეიტანო უნივერსიტეტის სოციალური, კულტურული და ინტელექტუყალური გარემოს შექმნაში და მზად ხარ შექმნა სტუდენტური კლუბი, მაშინ შეავსე აპლიკაცია: https://cutt.ly/HN4psQR
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.seu.edu.ge/ka/964/