სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „საკრუიზო ტურიზმი და კარიერა ზღვაში“

15 მარტი
12:00

15 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით,  გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „საკრუიზო ტურიზმი და კარიერა ზღვაში“.

საჯაროს ლექციას გაუძღვება  საკრუიზო ტურიზმის სპეციალისტი,  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ტურიზმის პროგრამის კურსდამთავრებული მარიკა ვალნერი.

საჯარო ლექციის მიზანია,  SEU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის საკრუიზო ტურიზმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით, ესენია:

  • საკრუიზო ლაინერებზე დასაქმება და დამსაქმებლების ვებ-საიტები;
  • საკრუიზო მოგზაურობა - როგორ იმოგზაურონ კრუიზებზე შეღავათიანად;
  • საკრუიზო ლაინერებზე დაგეგმილი ვიზიტები ჯგუფთან ერთად;
  • მეწარმეობა საკრუიზო ტურიზმში სოციალური მედიის საშუალებით.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე:  https://bit.ly/41OKoDJ

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დრო: 12:00 საათი.

ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty