სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამუშაო შეხვედრა თემაზე - „აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები საგანმანათლებლო დაწესებულებაში“

22 მარტი

22 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართება სამუშაო შეხვედრა თემაზე   - „აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები საგანმანათლებლო დაწესებულებაში“.

შეხვედრის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა, როგორც სტუდენტებმა, ისე აკადემიურმა პერსონალმა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების შესახებ. ტრენინგის დროს განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგირიც არის პლაგიატის ფორმები და სახეები; მისი დეტექცია და პრევენციის მექანიზმები; პოსტ-პანდემიური ვითარება. თუ რა შეიძლება გააკეთოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რათა მინიმუმამდე შეამციროს მსგავსი დარღვევების რისკი და ხელი შეუწყოს ხარისხიან სწავლა-სწავლებას. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე განხილული იქნება წარმატებული პრაქტიკის მაგალითები, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს პროცესი.

შეხვედრას გაუძღვება გიგა ხოსიტაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე.  მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციის მენეჯმენტში და გახლავთ განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორნატი. მან სასწავლო პრაქტიკა გაიარა მიდლსექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მოგვიანებით ლინშოპინგისა და უფსალას უნივერსიტეტებში (შვედეთი), ასევე ვალადოლიდის (ესპანეთი) და პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). 

დრო: 17:00 საათი.

ადგილი: ბიბლიოთეკის შეხვედრების ოთახი (SEU - ს ახალი კამპუსი 9 სართული).

Message body empty