სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან

11 მაისი
16:00

11 მაისს, SEU - ში კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის და  ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდება შეხვედრა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებთან.

USAID მედია პროგრამის დაფინანსებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები შეხვდებიან SEU - ს სტუდენტებს.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მედიის თავისუფლებასა და მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან ქარტიის პრინციპებს, ქარტიის მუშაობის დინამიკასა და საბჭოს გადაწყვეტილებებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ითვალისწინებს სადისკუსიო სივრცის შექმნას, მაქსიმალურ ჩართულობასა და კითხვა-პასუხის ფორმატს.


მოკლედ ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მისიაა, პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.

USAID მედია პროგრამის ფარგლებში, SEU - ში ასევე დაგეგმილია მეორე შეხვედრა - იმიტირებული სხდომის გამართვა: ეთიკის პრინციპების დარღვევის შესახებ შემოტანილი განცხადების რეალური განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 10 მაისის ჩათვლით გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია: https://bit.ly/427sHyW 

დრო: 16:00 საათი.

ხანგრძლივობა: 1 საათი

ადგილი: SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty