სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დაფინანსებული გაცვლითი პროგრამა ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში

01 ივლისი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მიღებას გაცვლით პროგრამაზე ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტში შემოდგომის  სემესტრისთვის. სასწავლო პროცესი 2023 წლის 25 სექტემბრიდან,  2024  წლის 11 თებერვლამდე  გაგრძელდება.

Erasmus + პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯები.

საბაკალავრო საფეხურზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებებათა ფაკულტეტის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს.

აგრეთვე, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, ვინც უკვე დაასრულა პირველი სემესტრი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 01.07.2023

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:

  • პასპორტის ასლი
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (B2)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა
  • ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • სარეკომენდაციო წერილი
  • CV Europass ფორმატი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:                                                        

[email protected]

ბუქარესტის  ეკონომიკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია რუმინეთში, რომელიც 1864 წელს დაარსდა. ის დაახლოებით 32000 სტუდენტს აერთიანებს და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და პროექტებში.

ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამები ხელმისაწვდომია ბმულზე:

https://international.ase.ro/21/index.php/erasmus-incoming-students/

 

Message body empty