სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ქასთინგი SEU - ს თეატრალურ დასში

21 ოქტომბერი
13:00

თუ გსურთ გახდეთ მოყვარული მსახიობი, შეისწავლოთ მსახიობის ოსტატობა, პლასტიკა, მეტყველების კულტურა, ვოკალი, ითამაშოთ სპექტაკლებში, მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალებში და გქონდეთ დაუვიწყარი შემოქმედებითი ცხოვრება, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს თეატრალური დასი გაძლევთ შანსს!

ქასთინგზე დაიშვებიან, როგორც SEU-ს, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მე-11/მე-12 კლასის მოსწავლეები, 17 წლიდან 27 წლამდე, კანდიდატებმა უნდა მოამზადოთ დავალებები და გაიაროთ გასაუბრება.

მოსამზადებელი მასალა: ერთი ლექსი და ერთი პროზა. (არ არის სავალდებულო ზეპირად ცოდნა, შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნიდან, ფურცლიდან) ერთი სიმღერა ორი ცეკვა: (ერთი ქართული და ერთი რასაც თავად შეარჩევთ).

გთხოვთ მობრძანდეთ შაბათს, 21 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 20:00 საათამდე , ქასთინგი გაიმართება ძველ კამპუსში, მე-9 სართულზე ცეკვის დარბაზში. 

მისამართი: წინანდლის ქ. 9, მეტრო 300 არაგველებთან,.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 09 41 88 

Message body empty