საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო და აბიტურიენტებო 6-10 ნოემბერს, გიწვევთ კარიერული განვითარების დღეებზე, რომელიც SEU - ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მიერაა ორგანიზებული.
შემოუერთდით კარიერული განვითარების დღეებს და პროფესიონალებისგან მიიღეთ რჩევები ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე როგორიცაა:
- როგორ მოვახდინოთ კარიერული განვითარება ცვალებად გარემოში;
- კვალიფიკაციების სინთეზი და პროფესიული განვითარება კარიერული წინსვლისთვის;
- ცვლილებები, მოქნილობა და უკუკავშირი;
- უნარების უწყვეტი განვითარება;
- ონლაინ რესურსები;
- სწავლა მარცხისგან და სხვა.
კარიერული განვითარების დღეების განრიგი:
თარიღი: 6 ნოემბერი, 17:00 საათი
- შეხვედრა თემაზე: “წარმატებული გასაუბრების ხელოვნება: სტრატეგიები სასურველი სამუშაოს მისაღებად”
- სპიკერი: თამარ ჩხეიძე, SEU-ს მოწვეული ლექტორი, ადამიანური კაპიტალის შერჩევისა და სწავლების განყოფილების ხელმძღვანელი.
თარიღი: 7 ნოემბერი, 17:00 საათი
- შეხვედრა თემაზე: "ახალი რეალობის უნარები - სწავლა და ადაპტაცია"
- სპიკერი: თეონა მაისურაძე, SEU - ს ასისტენტ-პროფესორი HR ბიზნეს-პარტნიორი, 9 წლიანი გამოცდილება HR სფეროში
თარიღი: 8 ნოემბერი, 17:00 საათი
- შეხვედრა თემაზე: "21-ე საუკუნეში ორმაგი პროფესიები“
- სპიკერი: მარიამ დარბაიძე, SEU-ს მოწვეული ლექტორი, ინოვაციური განათლების ცენტრის დირექტორი და განათლების ექსპერტი
თარიღი: 9 ნოემბერი, 17:00 საათი
- შეხვედრა თემაზე: „დროის მენეჯმენტი: დროის, როგორც უწყვეტი ნაკადის მართვა“
- სპიკერი: დავით ჩქოტუა, SEU - ს ასისტენტ-პროფესორი, აუცილებელი უნარების ტრენერი.
თარიღი: 10 ნოემბერი, 17:00 სთ
- შეხვედრა თემაზე: “კორპორატიული კულტურის მნიშვნელობა, კომპანიის განვითარების პროცესში”
- სპიკერი: გიორგი ტრაპაიძე, ენერგო-პრო ჯორჯიას HR მენეჯერი
საჯარო ლექციების ხანგრძლივობაა 1 საათი
სამუშაო ენა: ქართული
- საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი (ქართული და ინგლისური).
- საჯარო ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.
- თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდეთ ერთ ან რამდენიმე ლექციაზე.
- დასწრება თავისუფალია!
დარეგისტრირდი