სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ონლაინ კვირეული

29 აპრილი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურმა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დასაქმების ონლაინ კვირეულს უმასპინძლა.  

სეუ აქტიურად ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციებისა და პროფესიულ განვითარებაზე.

ღონისძიება 19-29 აპრილს ჩათვლით ონლაინ Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით გაიმართა, სადაც საქართველოს შრომის ბაზარზე მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები დამსაქმებლის როლში იყო წარმოდგენილი.

სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ მათთვის სასურველი კომპანიები,  გასცნობოდნენ მათ შემოთავაზებებს და გასაუბრების გზით პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ დამსაქმებელთან, მათთვის საინტერესო პოზიციებთან დაკავშირებით.

დასაქმების ონლაინ კვირეულში მონაწილეობა მიიღო 769 სტუდენტმა და 161 კურსდამთავრებულმა.

Message body empty