სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს და EU Bussiness School შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19 ოქტომბერი, 2021

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს და EU Bussiness School შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად მოიცავს უნივერსიტეტებს შორის ისეთ საკითხებზე თანამშრომლობას როგორიცაა: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი პროექტების ფორმირება.

აღნიშნული შეთანხმება სეუ-სა და EU Bussiness School შორის, მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს რაც სეუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

EU Bussiness School აკრედიტაციის მქონე ბიზნესის სკოლაა რომელიც დაარსდა 1973 წელს, მისი კამპუსები მდებარეობს ბარსელონაში, ჟენევაში და მიუნხენში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

Message body empty