სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ლექციათა ციკლი ტურიზმის სფეროს შესახებ

02 დეკემბერი, 2021

17, 24  ნოემბერსა და 1 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მოწვეულმა ლექტორმა -  ნატალია გლოვაჩკამ ჩაატარა ლექციათა ციკლი ტურიზმის სფეროს შესახებ. ლექციებზე სპიკერმა განიხილა შემდეგი საკითები:

  • სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ქოლგის ქვეშ - საერთაშორისო პერსპექტივა;
  • სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი - 21-ე საუკუნეში;
  • სასტუმროს მთავარი მენეჯერის ერთი დღის ცხოვრება.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი ნატალია გლოვაჩკა არის ტურიზმის მენეჯმენტის კურსის მოწვეული პროფესორი SEU-ში. ის გახლდათ მთავრობასთან ურთიერთობის წარმომადგენელი  და კორპორატიული მენეჯერი, ამჟამად კი არის ვარშავის ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ლექტორი.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სპიკერმა მონაწილეთა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.

Message body empty