სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში მედიალაბორატორიის პრეზენტაცია გაიმართა

22 დეკემბერი, 2022

21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში გაიმართა SEU - ს მედია ლაბორატორიის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სტუდენტებმა წარადგინეს ნამუშევრები, რომლებსაც 2 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.

მედიალაბორატორიამ დაიწყო გადაცემათა ციკლი ფსიქოლოგებთან ერთად.

გადაცემაში განიხილეს 2 თემა:

  • სასჯელი და წახალისება;
  • თვითშეფასება.

სპეციალისტებმა საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრეს ორივე თემაზე.

ასევე, დაიწყო პოდკასტების სერია „მარცხი - დასასრული თუ დასაწყისი“, ამ თემის ფარგლებში პირველი სტუმარი იყო ბატონი გია მურღულია, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა მოცემულ თემაზე.

მედიალაბორატორია სამომავლოდ კიდევ ერთ მიმართულებას გეგმავს, რომელიც გულისხმობს შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ, პროგრამის ხელმძღვანელები, სტუდენტები და რექტორის აპარატის წარმომადგენლები.  

Message body empty