სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU - ში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

01 მარტი, 2023

28 თებერვალს, SEU - ში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის - “STREET LAW” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ასევე, ცერემონიამდე გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით.

"STREET LAW" იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით, მე-8 წელია ხორციელდება. კურსი სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მხარდაჭერით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

კურსის მიზანს წარმოადგენს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.

სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები კურსში მონაწილეობისათვის.

Message body empty