სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

არითმოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია - „შეხვედრა ექსპერტებთან“

08 მაისი, 2023

6 მაისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში, SEU - ს ექსკლუზიური აფილირებული კლინიკის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისა“ და „აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების“ ორგანიზებით, გაიმართა არითმოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია - „შეხვედრა ექსპერტებთან“.

კონფერენციაზე მოწვეულმა ქართველმა, ევროპელმა და აზიელმა ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. ლექციების სერიის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გულის ქრონიკული უკმარისობის, გულის რითმის დარღვევების, უეცარი კარდიული სიკვდილის დიაგნოსტიკის, მართვის უახლესი ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ.

AHT-ის გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასევე „აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების“ პრეზიდენტმა, როინ რეკვავამ, რომელიც საერთაშორისო კონფერენციის ინიცატორია, აღნიშნა, რომ ლექციათა სერია - „შეხვედრა ექსპერტებთან“ რეგულარულად გაიმართება კარდიოლოგების, არითმოლოგების, ნევროლოგების და ოჯახის ექიმებისთვის.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

Message body empty