EN GE

27 თებერვალი 2017

ინფორმაცია მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის

2017 წელს მობილობით გადმოსული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის  28 თებერვლიდან 2 მარტის 12:00 საათამდე.
სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გადმოვიდნენ 2017 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით, ზემოთ მითითებულ ვადებში უნდა გამოცხადდნენ უნივერსიტეტში ხელშეკრულების გასაფორმებლად. რეგისტრაციის დროს აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისა და სწავლის საფასურის პირველი შენატანის გადახდის შემდეგ, სტუდენტს შეეძლება გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია - 2017 წლის 2 მარტის 15:00 საათიდან აირჩიოს სასწავლო კურსები, ლექტორები და სასწავლო დრო, ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა www.seu.ini.ge -ს საშუალებით.

სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში შესასვლელ ინდივიდუალურ სახელსა და პაროლს მობილობით გადმოსული სტუდენტები მიიღებენ SMS შეტყობინების სახით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე მიმართეთ ელექტრონული სასწავლო ბაზის ადმინისტრატორებს:
☎ 2 90 00 00 შიდა 81 ან 2 90 00 00 შიდა 82