English
EN GE

27 მაისი 2018

ტრენინგების კვირეული სეუში

სეუ-ს ბიზნეს კლუბის ორგანიზებით, 28 მაისიდან 
6
ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ჩატარდება უფასო სასერთიფიკაციო ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.


ტრენინგების თემები:


პიარ კამპანიის დაგეგმვა და კრიზისული კომუნიკაცია

ტრენინგს წარუძღვება: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტი და PR სპეციალისტი, თორნიკე რაზმაძე


ტრენინგის ჩატარების დღე და დრო

  • ორშაბათი (28 მაისი) 13:00-15:00
  • სამშაბათი (29 მაისი) 19:00-21:00
  • ოთხშაბათი (30 მაისი) 14:00-16:00

-


საბანკო სისტემა საქართველოში და საკრედიტო რისკები


ტრენინგს წარუძღვება: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე


ტრენინგის ჩატარების დღე და დრო: 

  • ორშაბათი (28 მაისი) 16:00-18:00
  • სამშაბათი (29 მაისი) 16:00-18:00
  • ოთხშაბათი (30 მაისი) 16:00-18:00

-

-

სტარტაპის მართვა

ტრენინგს წარუძღვება: სეუ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი, თენგიზ თაქთაქიშვილი

 

ტრენინგის ჩატარების დღე და დრო

  • პარასკევი (1 ივნისი) 19:00-21:00
  • შაბათი (2 ივნისი) 19:00-21:00
  • კვირა (3 ივნისი) 19:00-21:00

-

-

დროის მენეჯმენტი

ტრენინგს წარუძღვება: სეუ-ს და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი, დასასვენებელი კომპლექსი ,,ანდამატი"-ს აღმასრულებელი დირექტორი, სამშენებლო კომპანია "ინტერ მშენ კომპანი"-ს აღმასრულებელი დირექტორი, დავით სარიშვილი

 

ტრენინგის ჩატარების დღე და დრო

  • ორშაბათი (4 ივნისი) 19:00-21:00
  • სამშაბათი (5 ივნისი) 16:00-18:00
  • ოთხშაბათი (6 ივნისი) 19:00-21:00

 

კვირეულის ბოლოს ტრენინგის აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია 26 მაისის ჩათვლით რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

ინფორმაცია ტრენინგის ადგილის შესახებ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მიუვათ შეტყობინების სახით.

რეგისტრაციის ბმული:http://bit.ly/2saVEue