სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგების სერია თემაზე: „კარიერული გზა სოციალურ მეწარმეობაში“

13 აპრილი, 2024

12 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში დაიწყო ტრენინგების სერია თემაზე: „კარიერული გზა სოციალურ მეწარმეობაში“, რომელსაც ატარებს ლიანა აფაქიძე - კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და SEU-ს მოწვეული ლექტორი. 

ტრენინგის პროცესში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები, ასევე სტუდენტური კლუბის წარმომადგენლები, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ. 

ტრენინგის დროს მონაწილეებმა იმუშავეს გუნდებში და მიიღეს ინფორმაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: სოციალური საწარმოს განმარტება, სოციალური საწარმოს განსხვავება, სოციალური საწარმოს ბიზნესმოდელი, მეწარმობრივი აზროვნების ინსტრუმენტები, გუნდის სტრუქტურა, DISC მოდელი, სოციალური მეწარმის თავისებურებები,  5 პრინციპი - სამეწარმეო აზროვნების, სოციალური საწარმოს შექმნის ეტაპები და სხვა. 

ტრენინგი ტარდება “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ პროექტის “აღმშენებლობა სოციალური მეწარმეობის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება #EU4Youth პროგრამის მხარდაჭერით. 

ტრენინგის მონაწილეები ეტაპობრივად შეამოწმებენ სოციალური საწარმოს იდეას და შეაფასებენ  შესაძლებლობებს, ასევე ისწავლიან სოციალური პრობლემის ანალიზს და შექმნიან   სოციალური საწარმოს საწყისი ნაბიჯების გეგმას. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შექმნიან სოციალურ საწარმოებს განხორციელდება პრე-აქსელერატორის პროგრამა. 

პრე-აქსელერატორი პროგრამის ფარგლებში მოხდება ტექნიკური დახმარება, ინკუბაცია და შესაძლებლობების გაძლიერება. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ SEU-სა და “ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ სერტიფიკატი ასევე, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სამეწარმეო უნარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

Message body empty