23 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა ფილმის ,,Into the wild” ჩვენება.
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე, რომელიც მოგვითხრობს ისტორიას ადამიანზე, ვინც საკუთარ დანაზოგს ქველმოქმედებაში ხარჯავს და თავად საცხოვრებლად ალასკაზე მიემგზავრება. გზად იგი უამრავ ადამიანს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.
ღონისძიება გაიმართა SEU-ს ტურიზმის კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.