სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გამოიცა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები” მეშვიდე ნომერი

23 აპრილი, 2024

გამოიცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები” მეშვიდე ნომერი.

ჟურნალი ინდექსირებულია სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და მასში გამოცემულ თითოეულ სამეცნიერო სტატიას მინიჭებული აქვს ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი (DOI). ჟურნალი ორენოვანია და გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

ჟურნალის მეშვიდე გამოცემა მიეძღვნა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „ტრანსფორმაცია გარდამავალ პერიოდში: ევროპული ინტეგრაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა“

ჟურნალის მეშვიდე გამოცემაში შესულია შემდეგი ნაშრომები:

  • ავრილ ბელინგერი - დისინტეგრაცია: მოსაზრებები დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით გამოწვეულ იურიდიულ, პოლიტიკურ და პრაქტიკულ გამოწვევებზე;
  • გიორგი ღავთაძე,  სალომე ქარჩხაძე - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გამოწვევები და პერსპექტივები: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის კონტექსტი;
  • მარტინ დალი, ადრიან ჩოიანი - ორდოლიბერალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც რეფორმების მოდელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის;
  • ლევან მოსახლიშვილი - ტრანსნაციონალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების განსჯადობა ევროინტეგრაციის პროცესში;
  • პაატა კუბლაშვილი - საქართველოს ევროპეიზაცია: ევროპული საჯარო სამართლის რეცეფცია საქართველოში;
  • ქეთევან ვეზირიშვილი-ნოზაძე, მარიამ კუჭავა - საქართველო - ევროპის და აზიის გზაჯვარედინი - მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონულ ენერგეტიკულ ლანდშაფტში;
  • ანასტასია მენშიკოვა, ირინა ბურჩენკო - უკრაინის ომის გავლენა პოლონეთ-უკრაინის ეკონომიკურ ურთიერთობებზე;
  • ანა მანველიშვილი - აქართველოს მთავრობის სამართლებრივი და პოლიტიკური საქმიანობის შესაბამისობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით გათვალისწინებულ “კარგი მმართველობის” პრინციპთან;
  • ბექა ფერაძე - ევროინტეგრაცია და შრომის სამართლის რეფორმა საქართველოში, მიღწევები და გამოწვევები.

ჟურნალის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://vectors.ge/en/vss-2024-n7-en/

Message body empty