სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის შეხვედრა

07 თებერვალი, 2020

7 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტ სეუ-ში გაიმართა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: სადოქტორო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში, ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის დანართისა და საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშების განხილვა, სტუდენტთა კმაყოფილების კითხვარები და სხვა.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე.

Message body empty