საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადის მიღებას. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, იყოთ სეუ-ს ნებისმიერი მიმართულების:
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სავალდებულო პირობაა კანდიდატის აკადემიური მოსწრება, რაც დადასტურებული უნდა იყოს GPA-ით (3.0 და მეტი).
სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველები მობრძანდით სეუ-ს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში 20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინეთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების პროგრამის ვებგვერდს: http://stajireba.gov.ge
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ:
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2197755
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კარიერული განვითარების ცენტრში: (+995 32) 2 90 00 00 (27)