არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცნობითი შეხვედრა და ტრენინგი აბიტურიენტებისთვის

29 თებერვალი, 2020

2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ახალ კამპუსში სამართლის მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაცნობითი შეხვედრა და ტრენინგი გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც დაათვალიერეს სეუ-ს ახალი ულტრათანამედროვე კამპუსი, გაეცნენ სასწავლო პროგრამებს, სეუ-ს მოხერხებულ სალექციო ცხრილს  და უნიკალურ „Live” საგამოცდო სისტემას, სტუდენტის სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სტიპენდიების გაცემისა და ფინანსური შეღავათების გაწევის პირობებს; ასევე, მიმდინარე სიახლეებს.

მონაწილეებს ტრენინგის დასასრულს სერტიფიკატები გადაეცათ.