არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე

28 ივლისი, 2020

საბუთების შემოტანის ვადა: 31/08/2020-03/09/2020 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) დასაკავებლად ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განათლების ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამაზე.

საკონკურსო ვაკანსიები: 

  • პროფესორი - 2 ვაკანსია
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია
  • ასისტენტი - 2 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

საკონკურსო კრიტერიუმები:

1.  პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1.1. აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
  • შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა.
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების  შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

ან 1.2. პროფესიული ნიშნით:

  • საზღვარგარეთ (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი.
  • საზღვარგარეთ სამეცნიერო­კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.
  • საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა.
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

ან 2.2. პროფესიული ნიშნით:

დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ¬ერთი შემდეგი ნიშნით:

  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია განათლების ადმინისტრირების სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან.
  • სამეცნიერო კვლევითი (არანაკლებ 5 პუბლიკაციისა შესაბამის დარგში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).


3
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

3.1აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).

ან 3.2პროფესიული ნიშნით:

  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია განათლების ადმინისტრირების სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების  სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 2 სასწავლო კურსში).


4
 ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე:

4.1აკადემიური ნიშნით:

მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან - შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
 

დამატებითი კრიტერიუმები:

  • უცხო ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები.
  • დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები.
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა. 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:             

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება).
  • ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ.
  • დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
  • კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).
  • საგანმანათლებლო პროგრამის კონცეფცია. (პროფესორის თანამდებობისთვის).


კონკურსის
 ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


კონკურსანტების შერჩევის პირობები:

  • პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით.
  • მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კონკურსანტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. 

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის  28  ივლისიდან.
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით.
  • 3.      კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2020 წლის 7-8 სექტემბერს.
  • კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2020 წლის 9-10 სექტემბერს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2020 წლის 11 სექტემბერს.
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 2020 წლის 12 სექტემბრის  ჩათვლით.
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2020 წლის 14 სექტემბერს.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 15 სექტემბერს.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00) მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ¬ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21

საკონკურსო განცხადება საკონკურსო ანკეტა