16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები: ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, დირექტორის მოადგილე - მანანა რატიანი, ანალიტიკური/კვლევების სამსახურის უფროსი - მაია არავიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის უფროსი - ნათია ნაცვლიშვილი ეწვივნენ.
სტუმრებს ვიცე რექტორები ანა ფირცხალაშვილი და გოდერძი ბუჩაშვილი მასპინძლობდნენ.
შეხვედრაზე მსჯელობა რამდენიმე კვლევით და სასწავლო ერთობლივ პროექტს შეეხო. მხარეები საინტერესო და ნაყოფიერ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.