SEU-ში მაგისტრანტებისთვის საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა 15 ოქტომბერს, SEU-ში სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის საორიენტაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ SEU-ს ადმინისტრაციის წევრები, ვიცე-რექტორები, ასევე, უნივერსიტეტის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
SEU-ს ადმინისტრაციულმა პერსნალმა მაგისტრანტების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.